ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრი 50 წლიანი პაუზის შემდეგ მაყურებლის წინაშე ერთმოქმედებიანი პიესით წარდგა.
სპექტაკლში ,,ანგელოზები ტირიან" მოყვარულ მსახიობებთან ერთად, მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.
პიესის ავტორი და რეჟისორი ამავე თეატრის ხელმძღვანელი მერაბ ჩხეიძეა. მაყურებელი მორიგ სპექტაკლს მალე იხილავს, რომელიც კომედიური ჟანრის იქნება.