logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძის ინიციატივით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
- +

14 აპრილი. 2016. 10:22


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.


შემოქმედებით ღონისძიებაზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჩატარდა, დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაზე, მოღვაწეობაზე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობასა და ერისა და სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლის თაობაზე ისაუბრა.


კონფერენციაში მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და უფროსკლასელებმა მიიღეს და სტუმრების წინაშე მოხსენებები თემაზე „ენა, მამული, სარწმუნოება" წარმოადგინეს.


რიმა ბერაძის განცხადებით, კონფერენციის მიზანს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასთან ახალგაზრდა თაობის კიდევ უფრო დაახლოებას წარმოადგენს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღევანდელ შემოქმედებით ღონისძიებაში გამარჯვებულებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ჟიური 21 აპრილს გამოავლენს.


სამეცნიერო კონფერენცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც მუზეუმისა და ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების წარმომადგენლები, ამავე სკოლების აღსაზრდელები, ასევე მეცნიერები და ჩუღურეთელები ესწრებოდნენ.


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, რომელიც 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner