logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: რუსეთი არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტი აქვს ყველა მეზობელთან!
- +

20 სექტემბერი. 2017. 22:57


„რუსეთი არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტი აქვს თითქმის ყველა მეზობელთან,  იქნება ეს ცხელი, გაყინული, თუ პოტენციური კონფლიქტი", - ეს განცხადება გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა. პოროშენკოს თქმით, რუსეთი არ არის საერთშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორი ქვეყანა, პირიქით, თავად წარმოადგენს ყველაზე დიდი საფრთხეს. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ლიდერმა ყირიმის უკანონო ოკუპაციასა და დონბასში არსებულ ვითარებაზე პასუხიმისგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა.


მისივე თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებები  მუდმივად ირღვევა, ხოლო რუსეთი საერთშორისო დამკვირვებლებს ამ ტერიტორიებზე ჩასვლის უფებასაც კი არ აძლევს.


„უკრაინას უნდა მშვიდობა და სუვერენიტეტის აღდგენა თავის ტერიტორიაზე, რუსეთს კი უკრაინის კონტროლი სურს და ძირს უთხრის ჩვენს ნებიმისერ მცდელობას, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანიბა. რუსეთს სურს, რომ უკრაინამ მშვიდობის ფასად  თავისუფლება დათმოს. უკრაინა ასეთ გარიგებას არასდროს დათანხმდება" - განაცხადა პოროშენკომ.


უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციაზე, რომელიც დონბასში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების დისლოცირებას ითვალისწინებს. პოროშენკოს თქმით, რუსეთი სთავზობს გაერო-ს „ჰიბრიდული" მისიის განთავსებას, რომლის მთავარი მიზანი მის დაქვემდებარებაში მყოფი სეპარატისტების ლეგიტიმაციაა და დონაბსში კონფლიქტის  გაყინვას ისახავს მიზნად.


უკრიანის ლიდერმა განაცხადა, რომ კიევი მზად არის,  გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განთავსებისთვის იმ პირობით, რომ ცისფერჩაფხუტიანები დონბასის მთელ ტერიტორირაზე,  მათ შორის უკრაინა-რუსეთის საზღვარზეც განლაგდებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner