ქარიშხალ „მარიას" გამო, პუერტო რიკო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ოფიციალური პირების თქმით, ელექტროენერგია 3,5 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება.
საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ქარიშხალმა უამრავი შენობა დააზიანა. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.
ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 185კმ/სთ-ს აღწევს. პუერტო რიკოს გუბერნატორმა უკვე სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტს კუნძული სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადოს.
ქარიშხალ „მარიას" უკვე მოჰყვა მსხვერპლი კუნძულ დომინიკაზე. დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი. თუმცა მთავრობა შიშობს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.