logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: გაერო არის ადგილი, სადაც ხდება მსოფლიო თანამეგობრობის მობილიზაცია ბოროტებასთან საბრძოლველად!
- +

21 სექტემბერი. 2017. 00:35


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფლებასა და სანდო წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისივე განცხადებით, აუცილებელია ადამიანებით მოვაჭრეების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები მოქმედებდეს. მტუსკის თქმით, გაერო არ არის ადგილი, სადაც მშიშრები კომპრომისებს ეძებენ, არამედ აქ ხდება მსოფლიო თანამეგობრობის მობილიზაცია ბოროტებასთან საბრძოლველად.


„ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს სიტუაციები, როდესაც შავი და თეთრი უნდა გავარჩიოთ. ასეა ჩრდილოეთ კორეის "ბირთვული შანტაჟის", ტერორიზმისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაშიც. სწორედ ასეთ დროს უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა შეგვიძლია" - განაცხადა ტუსკმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner