logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი აქციზური მარკის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

21 სექტემბერი. 2017. 11:23

 


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკის დამზადება-გასაღების ფაქტზე,  ერთი პირი დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირმა,  მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა  მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელის ნიშანდებისათვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით - 3 144 ცალი ყალბი აქციზური მარკა.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 6 წლამდე  ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner