logo_geo
eng_logo
მექსიკაში 19 სექტემბრის მიწისძვრის შემდეგ 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა
- +

21 სექტემბერი. 2017. 12:28



მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 19 სექტემბრის მიწისძვრას 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.


„მიწისძვრის შემდეგ 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 4,0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო", - აცხადებენ სეისმოლოგები.


19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა და სულ მცირე, 230 ადამიანი დაიღუპა.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner