მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 19 სექტემბრის მიწისძვრას 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.
„მიწისძვრის შემდეგ 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 4,0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო", - აცხადებენ სეისმოლოგები.
19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა და სულ მცირე, 230 ადამიანი დაიღუპა.