logo_geo
eng_logo
მაიკლ პენსი: რუსეთი, ირანი და საერთაშორისო ტერორიზმი ძირითადი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის
- +

21 სექტემბერი. 2017. 12:54



აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა NATO-ში მონტენეგროს შესვლის ცერემონიის შემდეგ ანალიტიკური ფონდის Atlantic Council-ის მიერ გამართულ საზეიმო სადილზე განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი და საერთაშორისო ტერორიზმი ძირითადი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის.


„მსოფლიოში დღეს იმაზე საშიში ვითარებაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მეოთხედი საუკუნის წინათ კომუნიზმის კრახის შემდეგ", - განაცხადა მაიკლ პენსმა.


ვიცე-პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ყურადღება „რუსეთის მიერ საერთაშორისო საზღვრების ხელახლა გადახაზვის მცდელობას" მიაპყრო.


მისივე თქმით, აშშ-ის ამოცანა NATO-ს გაძლიერება უნდა გახდეს.

 

„ძლიერი ალიანსი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რთულ დროში. ვაშინგტონი მზადაა, სრულად შეასრულოს სამოკავშირეო ვალდებულებები და კვლავაც დარჩება პრინციპზე, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა - ყველაზე თავდასხმას ნიშნავს", - განაცხადა მაიკლ პენსმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner