logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: მომავალ პარლამენტში ნაციონალები იმის მესამედ მანდატებს მიიღებენ, რაც დღეს აქვთ
- +

14 აპრილი. 2016. 11:03


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ასავალ-დასავალთან" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიების შანსებზე საუბრობს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მონათესავე პარტიები - რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები", დიდი ალბათობით, „ქართულ ოცნებას" კი არა, "ნაციონალურ მოძრაობას" გაუწევენ კონკურენციას და მათ ხმებს წაიღებენ.

 

 

„მომავალ პარლამენტში ნაციონალები იმის მესამედ მანდატებს მიიღებენ, რაც დღეს აქვთ, დაახლოებით 12-15 პროცენტს. არ გამოვრიცხავ, რესპუბლიკელების ცალკე გასვლა სწორედ ნაციონალების ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე იყოს მიმართული. ნაციონალური მოძრაობის მონათესავე პარტიები - რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები", დიდი ალბათობით, „ქართულ ოცნებას" კი არა, ნაციონალურ მოძრაობას გაუწევენ კონკურენციას და მათ ხმებს წაიღებენ. ასე რომ, რესპუბლიკელებს, „თავისუფალ დემოკრატებს", ნაციონალებს, პაატა ბურჭულაძის პარტიას (თუ ჩამოყალიბდება), ასევე „გირჩს" ერთი სამიზნე ჯგუფი და ერთი ტიპის ამომრჩეველი ჰყავთ, შესაბამისად, „ანტიქართულიოცნებისტების" ხმებიც მათში განაწილდება.

 

სავარაუდოდ, ვერც „ქართული „ოცნება" მოვა იმავე რაოდენობით უმრავლესობაში, როგორც დღეს არის წარმოდგენილი. მათი წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული საარჩევნო სიაზე და წინასაარჩევნო კამპანიაზე. 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს სხვა ვითარებაა, სხვა მოთხოვნები და ამოცანები დგას საზოგადოების წინაშე და, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვინ იქნება ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში", - განაცხადა გამზარდიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner