logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება
- +

21 სექტემბერი. 2017. 14:55



სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.


პატრიარქის თქმით, ხშირად ეკითხებიან თუ რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადასარჩენად.


„მე ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი დღეა - ხუთშაბათი. ხუთშაბათს, ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს, მაგალითად, მრევლი სამების ტაძარში, ეზოში და გავამშვენოთ ჩვენი კარ-მიდამო, დავასუფთავოთ ეზო და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო იყოს ღვთისა და ადამიანისათვის. მაშასადამე, ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათს, 10:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ, მრევლი შეხვდება ერთმანეთს. 10:00 საათზე წირვა იწყება, 12:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება", - განაცხადა პატრიარქმა.


ქადაგებისას პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული.


„ამიტომ არის, ღვთისმშობლის მშობლებს იოაკიმ და ანას ღვთის მშობლები ეწოდებათ. დღეს უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს დღევანდელ დღეზე და მომავალზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისგან არის, ღვთის ძალით, ღვთის მადლით მიეცემა ადამიანს და აი, ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველო", - აღნიშნა უწმინდესმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner