logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის” გარდა, NDI-ის კვლევებს არავინ ენდობა
- +

14 აპრილი. 2016. 11:21


პარლამენტის ვიცეს-პიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა 20-30-ში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, NDI-ის კვლევებს არავინ ენდობა. ის ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ, ტენდენციურები და მიკერძოებულები არიან და მათი კვლევები, როგორც წარსული გამოცდილებიდანაც ჩანს, სანდო არ არის.



ის ისტერიკა, რომელიც დღეს პარლამენტში ნაციონალურმა მოძრაობამ" გააჩაღა, იმას ადასტურებს, რომ მათ კვლევებით მანიპულირება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ. თითქოს, ქართული ოცნება" ამომრჩეველს კარგავს და ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების გზით ხელისუფლებაზე წაპოტინების შანსი აქვს", - განაცხადა კობახიძემ.



მისი თქმით, მოქალაქეებს კითხვა ისე გაუგებრად დაუსვეს, რომ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, ისევ პოლიტიკოსი ეგონათ.



ისე წარმოაჩინეს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყნის სასიკეთოდ 2 მილიარდი  უანგაროდ დახარჯა, არ უყვართ ისე, როგორც მაგალითად - გიგა ბოკერია. თურმე, ბაქრაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, უსუფაშვილი სააკაშვილის დონეზეა, ივანიშვილი კი, სძულთ. ამით ყველაფერი ნათქვამია. ესაა წინასწარ, გამიზნულად შექმნილი სურათი, რომელზეც ნაციონალურ მოძრაობას" კამპანიის აგება სურს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner