logo_geo
eng_logo
რობერტ ლოუსონი: ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა, ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია
- +

21 სექტემბერი. 2017. 16:52



„დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა", - ამის შესახებ  ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის ერთ-ერთ ავტორმა, რობერტ ლოუსონმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ჩვენ განვიხილეთ 2005 წლიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები  და ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, რომელსაც ჩვენ აშშ-ში ვანიჭებთ. ვინაიდან საქართველოში იმაზე მეტი რეფორმა განახორციელდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ქონდეს, რაც დღეს საქართველოშია", - აღნიშნა ლოუსონმა.


რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციისა და  „ახალი ეკონომიკური სკოლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner