logo_geo
eng_logo
ელმარ ბროკი: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ზაფხულში იქნება მიღებული
- +

14 აპრილი. 2016. 11:33


ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა სტრასბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, პროცესის ტექნიკური მხარე სრულად შესრულებულია და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მიღებული.


 

როგორც კომისია გვაუწყებს, ტექნიკური დეტალები პრაქტიკულად შესრულებულია და, სავარაუდოდ, ზაფხულის შესვენებამდე, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვფიქრობ, ძირითადი დაბრკოლებები აღარ არსებობს, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ხლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც უვიზო მიმოსვლის საკითხი შეიძლება განვიხილოთ," - განაცხადა ელმარ ოკმა.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner