ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4808 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4778 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9546 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9746 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.