logo_geo
eng_logo
თუშეთში ხანძარი გაჩნდა
- +

21 სექტემბერი. 2017. 20:26



თუშეთის პირიქითა ხეობაში ცეცხლი ნასოფლარის ტერიტორიაზე გავრცელდა. როგორც imedinews- ს თუშეთის სოფელ ომალოში მცხოვრებლმა სოსო ბაბულაიძემ უთხრა, ხანძარი, სავარაუდოდ, გუშინ გაჩნდა და ძირითადად ბალახი იწვის.


,,ჩემი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ძირითადად ბალახია, ნასოფლარია, რომელსაც ხევოს ვეძახით. მიუვალი ადგილია და ცეცხლს წვიმა თუ ჩააქრობს. იქვე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს"- ამბობს სოსო ბაბულაიძე .


ხეობაში ცეცხლის კერების არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა.


თუშეთში ხანძარის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ხახაბოს ტყეში ხანძარი ჯერ 2 სექტემბერს, შემდეგ კი 15 სექტემბერს ისევ განჩნდა. ორივე ცეცხლის კერა უკვე ლიკვიდირებულია.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner