ადიგენის რაიონში, დერცელის მთაზე ხანძარია. ადგილობრივებმა დაკვამლიანება საღამოს შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფია გასული და დამატებითი ინფორმაცია სპეციალისტების ხანძრის კერასთან მისვლის შემდეგ გახდება ცნობილი.