logo_geo
eng_logo
ამერიკამ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა
- +

21 სექტემბერი. 2017. 22:44



ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სანქციები შეეხება ინდივიდუალურ პირებს, ფირმებსა და ბანკებს, რომლებიც ჩრდილო კორეასთან სავაჭრო და ბიზნესურთიერთობებში არიან.


ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ჩინეთის სხვა ბანკებს უბრძანა, ჩრდილოეთ კორეასთან ბიზნესურთიერთობები შეაჩერონ.


პოტენციურ სამიზნეებად დასახელებულია ჩრდილოეთ კორეის ტექსტილის, თევზჭერის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სფეროები.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner