logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: ამაზრზენია რუსეთის და მიშას აგენტი ელისო კილაძე ეკლესიაზე ლაპარაკობდეს!
- +

21 სექტემბერი. 2017. 23:25

 

 

მეუფე იაკობი: „რუსთავი 2" - ის ეთერიდან რომელი ნორმალური კაცი დაელაპარაკება ქართველ ხალხს?!

 

 

„ამაზრზენია ელისო კილაძე ეკლესიაზე ლაპარაკობდეს. ქალი, რუსეთის აგენტი, მიშა სააკაშვილის აგენტი, რომლისგანაც ყოველთვე 8 ათას დოლარს იღებს, ასე თუ არაა მიჩივლოს სასამართლოში" , - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.


„ჩემთვის უკვე ამაზრზენია ის რაც ხდება... რამდენიმე წელია ჩემს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. დღეს ზვიად კუპრავამ ბრძანა, რომ თურმე ნანა კაკაბაძესთან ერთად მხედრიონში ვიყავი. მე მხედრიონში არასდროს ვყოფილვარ. სახელმწიფო თუ ვერ გამოიძიებს იმას რაც ხდებოდა პატრიარქის მისამართით, იძულებული ვარ ჩემი რესურსებით ჩავერთო და ყველას ვათქმევინებ ვინ, რას აპირებდა და ვინ რას აკეთებდა. ეს იქნება სოსო ოხანაშვილი თუ სხვა, ციხეზე არ მიმესვლება რომ გიორგი მამალაძეს ვათქმევინო, ის რასაც აპირებდნენ. ვიღაც ელისო კილაძე, რუსეთის აგენტი და მიშა, რომელსაც 8 ათას დოლარს უხდის... ის ჩემზე როგორ უნდა ლაპარაკობდეს, როგორ უბრუნდება ენა პირში?! მაგ მკვლელებს რატომ იცავენ? მამალაძეს რატომ იცავენ? რომელი აუდიტი გყავდათ შემოყვანილი საპატრიარქოში იმან თქვას, მიშიკო რამიშვილმა თქვას. როდესაც თავდაპირველად „ციანიდის" თემა დაიწყო, პირველად ვინ დაისვა მამალაძე? ეს იყო რუსეთი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტ ილარიონის მოადგილე, დეკანოზი ბალაშოვი, მას აჰყვა მეუფე პეტრე, შემდეგ იყო ფანცულაია და რამიშვილი, ვფიქრობ, ისინი სპეციალურად მიუჩინეს მამა გიორგის, იმ მიზნით, რომ იქიდან გამოიტანონ ამბავი, ანუგეშონ პირი არ გააღონ და არაფერი თქვან არცერთ იერარქზე. თქვენ დაინახავდით ამ ბოლო პერიოდში ვინ ამართლებს მამა გიორგის და ვის არ სჯერა, რომ მას შეიძლება რამე ჩაედინა. მამა გიორგიზე, ჩემზე მეუფე პეტრეს იმდენი ცუდი აქვს ნალაპარაკები... მეუფე პეტრეს ნათქვამი აქვს, სახელმწიფომ ჩაუდო ციანიდიო. ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი პატრიარქის სიყვარული გამო და დღეიდან აღარავის აღარ შევარჩენ რასაც აკეთებენ... „რუსთავი 2" - ის ეთერიდან რომელი ნორმალური კაცი დაელაპარაკება ქართველ ხალხს, მითუმეტეს სასულიერო პირი... სადაც არიან მათი უფროსები ყველას იქ გავუშვებ, ღვთის შეწევნით. მაგრამ იცოდნენ, ვინც არ უნდა მთხოვოს არავის არაფერს არ დავუთმობ. ამაზრზენია ელისო კილაძე ეკლესიაზე ლაპარაკობდეს. ქალი, რუსეთის აგენტი, მიშა სააკაშვილის აგენტი, რომლისგანაც ყოველთვე 8 ათას დოლარს იღებს, ასე თუ არაა მიჩივლოს სასამართლოში. მე ელისოსთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, ელისომ ელაპარაკოს მიშიკო სააკაშვილს, მიშა რამიშვილს და მეუფე პეტრეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner