logo_geo
eng_logo
ოდესის ოლქის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს
- +

14 აპრილი. 2016. 12:01


ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შემოსავალმა, 2015 წელს სახელფასო ანაზღაურების სახით, 38,6 ათასი უკრაინული გრივნა შეადგინა.


მიხეილ სააკაშვილის მიერ შევსებული დეკლარაცია, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდა.


დოკუმენტით ირკვევა, რომ სააკაშვილი 6,92 ათასი და 500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთებს და 97 კვ. მ საცხოვრებელ სახლს ფლობს.

რაც შეეხება გუბერნატორის ოჯახის წევრებს, მეუღლისა და შვილების მფლობელობაშია 754 კვ. მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი.



დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გუბერნატორისა და მისი ოჯახის წევრების პირად საკუთრებაში ავტომობილი არ არის.



დეკლარაციის მიხედვით, საზღვარგარეთ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მიხეილ სააკაშვილი 57 ათასი აშშ დოლარს, ხოლო უკრაინულ ბანკში 129,95 ათასი უკრაინულ გრივნას ფლობს.

რაც შეეხებათ ოჯახის წევრებს, საზღვარგარეთულ ანგარიშებზე მათ საკუთრებაში 48 ათას აშშ დოლარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner