logo_geo
eng_logo
ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავის კატასტროფისას დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი
- +

22 სექტემბერი. 2017. 00:36



თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის გამოც აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.


წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსისკენ მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაბრუნდა, ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.


როგორც პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან დაგეგმილი რეისების შეფერხების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ.


თურქული მედიის ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც ათათურქის აეროპორტში კატასტროფა განიცადა, ოთხი მგზავრი იმყოფებოდა.


ბოლო მონაცემებით, ავარიის დროს დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.


ინციდენტის შედეგად, დაკეტილია აეროპორტის ორი ასაფრენი ბილიკი. აეროპორტი ამ დროისთვის ერთი ასაფრენი ბილიკით ფუნქციონირებს.


ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში გაჩენილი ცეცხლი უკვე კონტროლს ექვემდებარება.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner