logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ბრალდებაზე პასუხი მთავარი არაა, საზოგადოებამ სიმართლე მინდა, რომ იცოდეს!
- +

22 სექტემბერი. 2017. 01:52



პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა ბიზნეს წილებს ვფლობ?!

დღეს ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი მივლინებით ვიმყოფები, სადაც საქართველოს გადმოგვეცემა „ინოვაციური დაფინანსების" გლობალური სამდივნოს პრეზიდენტობა 2017-2018 წლებში. ეს გახლავთ წარმატება, რომელიც საქართველოს სოლიდარობის ფონდის შექმნისა და მსოფლიო მასშტაბით საქართველოს აქტიური ჩართულობით მივაღწიეთ ინოვაციური დაფინანსების სფეროში.

დეტალურად ამ თემაზე ხვალ მოგაწვდით ინფორმაციას, თუმცა მანამდე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო „გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც მე დღემდე ვარ საწარმოს დირექტორი და „ბიზნესის" მოწილე.

გიდასტურებთ, რომ გაერო-ში ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდგომ, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, 2012 წელს ჩემს კოლეგებთან ერთად ვგეგმავდით საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და მთარგმნელობითი ცენტრის ჩამოყალიბებას, რომ ხელი შეგვეწყო ჯანდაცვის სფეროში ქართულ ენაზე თანამედროვე სახელმძღვანელოების შექმნისა და ზოგადად სასწავლო პროცესების ხარისხობრივი გაუმჯობესებისათვის.

სწორედ ამ მიზნით საქართველოში და შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმებთან ერთად ჩამოვაყალიბე „ჯანდაცვის განვითარების ინსტიტუტი". თუმცა, ვიდრე ორგანიზაცია შეუდგებოდა საქმიანობას, 2012 წლის ბოლოს დავინიშნე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ, ვეღარ განვახორციელებდი ორგანიზაციის მართვას და იუსტიციის სახლში 2012 წლის 31 დეკემბერს დაუყოვნებლივ შევიტანე განცხადება „ჯანდაცვის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასა და წილობრივი მონაწილეობის დათმობაზე. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო (ელექტრონული ფოსტის მისამართი არ ყოფილა მითითებული) იუსტიციის სახლს შეუწყვეტია განცხადების განხილვა 2013 წლის თებერვალში.

იმდენად მხოლოდ ფორმალური იყო თავად ორგანიზაციის სტატუსი და იმდენად არა აქტუალური ბოლო 4 წლის მანძილზე, რომ მხოლოდ დღეს - გადამოწმების შემდეგ შევიტყვე, რომ იუსტიციის სახლს შეუწყვეტია განცხადების განხილვა. ანუ ფორმალურად ჩემი სახელი კვლავაც ფიქსირდება ორგანიზაციის ხელმძღვანელად და მეწილედ.

ფორმალობაა თავად ორგანიზაციის არსებობაც, რადგან „ჯანდაცვის განვითარების ცენტრს" არასდროს დაუწყია აქტიური სამეწარმეო საქმიანობა და არათუ კომერციული მოგება, ვერც ერთი საბანკო გადარიცხვა ვერ განხორციელდებოდა.

ნიუ-იორკში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისთანავე საჯარო რეესტრში ბოლომდე მივიყვან ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერებული ცვლილებების პროცესს.

ვრცელი წერილი გამომივიდა, მაგრამ, ჩემთვის მთავარი არა ბრალდებაზე პასუხი, არამედ ის სიმართლეა, რომელიც აუცილებლად მინდა, რომ იცოდეს საზოგადოებამ.

20 წლიანი გამოცდილების გზაზე, სრული შეგნებით თითოეულ ნაბიჯს ვდგამ პროფესიული ეთიკისა და კანონიერების დაცვით და ვერ დავუშვებ, რომ ბიუროკრატიულ პროცესში დაშვებული ხარვეზის გამო, ჩრდილი მიადგეს ნდობას, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელია..." - წერს ჯაში.











 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner