მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 273-მდე გაიზარდა.
„ბევრი ნგრევა და დაზიანებაა დედაქალაქ მეხიკოსა და სხვა დასახლებულ ადგილებში", - აღნიშნა ლუის ვიდეგარაიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკის დედაქალაქში 19 სექტემბერს მოხდა.