logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჰააგის გამოძიება წმინდად სამართლებრივი პროცედურაა და მას ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დააზიანებს
- +

20 თებერვალი. 2016. 15:27



იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჰააგის გამოძიება წმინდად სამართლებრივი პროცედურაა და მას ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დააზიანებს.

წულუკიანის თქმით, მტკიცებულებები მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ აგვისტოში ომის დროს მომხადრია ქართველთა ეთნიკური წმენდა.



ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, რომ ჰააგის გამოძიება არის წმინდად სამართლებრივი პროცედურა და მას ვერ დაზიანებს ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან როგორც ფატუ ბენსუდამ და მისმა ოფისმა მრავალჯერ განაცხადეს, ისინი დაეყრდნობიან მხოლოდ მტკიცებულებებს და ჩვენი გადასახედიდან, ეს მტკიცებულებები მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ აგვისტოში მომხადრია ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა. აქედან გამომდინარე, ისღა დაგვრჩენია, რომ ამ გამოძიებას ხელი შევუწყოთ, რომ ეს უკვე მტკიცებულებების დონეზე, საერთაშორისო დონეზე დამტკიცდეს და ჩვენმა მსხვერპლებმა, როგორც ბატონმა მოჩოჩოკომ განაცხადა, იხილონ მართლმსაჯულება, რომელმაც უნდა აღადგინოს შესაძლებისდაგვარად მათი უფლებები. ბოლომდე კი მათი უფლებები მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდებით - აფხაზები, ოსები, ქართველები და ვიცხოვრებთ იმ ერთიან ქვეყანაში, სამშობლოში, რომელსაც საქართველო ჰქვია", - განაცხადა წულუკიანმა.



ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. პარლამენტს დაავალა, რუსეთის დუმამ საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფრთხე ბოლომდე არ მოხსნილა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner