logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეების შესახებაც არის საუბარი
- +

14 აპრილი. 2016. 12:11


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეების შესახებაც არის საუბარი.



მარტში გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ, ივანე მერაბიშვილთან, ასევე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავასთან ერთად ბრალი წაუყენა 2007 წელს ანტისამთავრობო აქციების ძალადობრივი გზით დაშლაში მონაწილეობაში, ძალაუფლების გადაჭარბებასა და ტელეკომპანიაიმედში" ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქციების კონფისკაციაში. გენერალური პროკურატურის მიხედვით, სააკაშვილმა აქციის დაშლის ბრძანება გასცა და მთავრობის ლიდერებს პატარკაციშვილის ქონების - მთაწმინდის პარკისა და ტელეკომპანიაიმედის" საკუთრების წართმევა დაავალა მთავრობის ქმედებების კრიტიკულად გაშუქების გამო", - ნათქვამია ანგარიშში.



დოკუმენტში ასევე საუბარია ციხეებში პატიმრების წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზეც.



დეკემბერში გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე დავით ახალაიას, გენშტაბის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი კალანდაძეს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს რომან შამათავას ციხეში წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეებზე. გენერალური პროკურატურის მიხედვით, ახალაიამ, კალანდაძემ, ქარდავამ და შამათავამ 2012 წელს ელბერტ კობერიძეს სცემეს და მის წინააღმდეგ მხუთავი აირი გამოიყენეს იმ მიზნით, რომ მას ეღიარებინა ტერორისტული აქტის მომზადება", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner