42 წუთი, 60 ქულა 22/50, 4 გადაცემა, 4 მოხსნა - 38 წლის ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა გუშინ ბოლო მატჩი გამართა და კარიერა დაასრულა. ბრაიანტმა ბოლო მატჩი „იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ითამაშა.
გავრცელებული ინფორმაციით, შავ ბაზარზე ბილეთის ფასი 30 000 დოლარამდე აღწევდა.
კობი ბრაიანტმა 20 წელი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში ითამაშა. ერთ-ერთ ინტერვიუში კობიმ განაცხადა, რომ არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც კარიერის დასრულებას ისურვებდა.
კობი ბრაიანტმა კარიერის მანძილზე 33 583 ქულა დააგროვა და NBA -ს ისტორიაში ამ შედეგით მესამე ადგილი დაიკავა.
კობი ბრაიანტი NBA-ს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულია.