22 სექტემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თოჯინების გამოფენა გაიხსნება და 4 ოქტომბერს დაიხურება.
გამოიფინება 30 მეთოჯინის 200-მდე ნამუშევარი (ცვილის, თიხის, რბილი, ეთნოგრაფიული, მარიონეტები).
საქართველოში, უძველესი დროიდან, სხვადასხვა ტიპის თოჯინა ამა თუ იმ წეს-ჩვეულების შესრულებისას გამოიყენებოდა. ოდითგანვე თოჯინა ქართული ბავშვის საყვარელი სათამაშო იყო, ამიტომ მას მოფერებით „დედოფალა" შეარქვეს.