ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ არჩევნების თარიღი წინასწარ გახდა ცნობილი.
„სამი თვის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. შემდეგ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილება. არჩევნებში გაიმარჯვებს ის ძალა, ვისაც მოსახლეობა მისცემს ხმას." - განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნდობას დაიმსახურებს.
„კვლევებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნდობას დაიმსახურებს და საქართველოს პარლამენტშიც უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ.