მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძვირფასო მეგობრებო, დავიწყეთ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „შინდისის" წარმოება, საბრძოლო სცენების გადაღებები მიმდინარეობს გორში, შინდისის გზატკეცილზე, ორთაშენის სასაწყობო ბაზაზე, გადამღებ ჯგუფთან ერთად, მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ასევე სამხედრო პირები. ორი კვირის განმავლობაში, ქალაქ გორში იქნება მასშტაბური აფეთქებებისა და გასროლის ხმები... აქედან გამომდინარე, მივმართავთ ქალაქ გორის მოსახლეობას - გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია ყველას არსებული ვითარების შესახებ, ვისთანაც მიგიწვდებათ ხმა, რათა აფეთქებების ხმა არ იყოს მოსახლეობისთვის პანიკის და შიშის საფუძველი. ჩვენ ამ ფილმით ვაცოცხლებთ ისტორიას, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 2008 წლის 11 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიას, სადაც ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა 17 ქართველი მებრძოლი, ჩვენი ძმები! დიდი მადლობა ქალაქ გორის მოსახლეობას მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის", - წერს მინაშვილი.