logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: დღეს ვასილ მჟავანაძის 115 წლის იუბილეა!
- +

21 სექტემბერი. 2017. 21:16


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ქვეყნის დიდი მამულიშვილის, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის 115 წლის იუბილეა. 1953-1972 წლები, როცა ვასილ პავლოვიჩი იყო ქვეყნის პირველი პირი, საქართველოს ისტორიაში ეს პერიოდი შევიდა როგორც აღმშენებლობის და განვითარების ხანა. საბურთალოს სასაფლაოზე მის ნათელ ხსოვნას უამრავ ადამიანთან ერთად პატივი მიაგეს მისმა შვილმა ნინო მჟავანაძემ, სიძემ არჩილ სიმონიშვილმა, თქვენმა მონა-მორჩილმა და დეკანოზმა თეიმურაზ მჟავანაძემ, რომელმაც ვასილ მჟავანაძის სულის უკვდავსაყოფად პანაშვიდიც გადაიხადა. ნათელში იყოს ვასილ მჟავანაძის სული და ღმერთმა ქნას, საქართველოს კიდევ ჰყოლოდეს მისი მსგავსი ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ლიდერი", - წერს მჟავანაძე. 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner