logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არჩევნების თარიღთან დაკავშირებული იურიდიული ხარვეზი გამოსწორებულია
- +

14 აპრილი. 2016. 12:56


„არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, იურიდიული ხარვეზი იყო, რომელიც გამოსწორდა", - ამის შესახებ ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს და აქვე აღნიშნავს, რომ ძალიან კარგია, რომ დღეს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების თარიღი იციან.

 

„არჩევნების თარიღი ცნობილია, იქნება ასევე 3-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი იმისათვის, რომ პარტიებმა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია აწარმოონ. ეს წინგადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა კობახიძემ.


გენერალურმა მდივანმა ბრალდებებსაც უპასუხა, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენებას გეგმავს. კობახიძის განმარტებით, ხელისუფლებას ეს არ სჭირდება.

 

„ეს არ გვჭირდება, რადგან გარდაბნის არჩევნებში დამტკიცდა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე გამანადგურებელი ანგარიშით მოვუგეთ "ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნა კობახიძემ.


კითხვაზე, რისი თქმა შეუძლია „ქართული ოცნების" საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კვლავ კონსულტაციები მიმდინარეობს და განახლებული სახეების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner