საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
„ეიფელის კოშკის გარშემო, ტყვიაგაუმტარი შუშის კედელი აშენდება, ამის შესახებ ეიფელის კოშკის ოფიციალურi საიტი იტყობინება. შუშის კედლის ფუნდამენტის მშენებლობა 19 სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო თვითონ ტყვიაგაუმტარი კედლის მონტაჟს მშენებლები 5 ოქტომბრიდან შეუდგებიან. ტყვიაგაუმტარი შუშის კედლის სიმაღლე 3 მეტრი და 24 სანტიმეტრი იქნება იტყობინება ეიფელის კოშკის ოფიციალური საიტი, კედელი დაიცავს ტურისტებს ტერორისტული აქტების ან ტერორისტების სავარაუდო თავდასხმებისაგან. ტყვიაგაუმტარი შუშის სისქე 5 სანტიმეტრს გადააჭარბებს და გაუძლებს ავტომატური და საშუალო კალიბრიანი იარაღის ტყვიებს. ტყვიაგაუმტარი კედელი ეიფელის კოშკს დაიცავს მდინარე სენას მხრიდან. ასევე, მარსის მოედნიდან და შემოსაზღვრავს კოშკის ჩრდილო-დასავლეთის იმ ნაწილს, რომელსაც სამანქანო გზა ესაზღვრება.
აღნიშნული ტყვიაგაუმტარი კედლის მშენებლობა 25 მილიონი ევრო დაჯდება და 2018 წლის 13 ივლისს დასრულდება. როგორც ეიფელის კოშკის საიტი იუწყება ,14 ივლისს ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსული ტურისტები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს", - წერს ფოფხაძე.