logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები აცდენილია რეალობას
- +

14 აპრილი. 2016. 12:56


„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა. მისი თქმით გამოქვეყნებული კვლევა მთლიანად აცდენილია რეალობას.



მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები არის აცდენილი რეალობას. ამას ადასტურებს შიდა კვლევები, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ. ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ. კვლევის მეთოდოლოგიაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გეტყვით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 3 500 ადამიანი გამოიკითხა. ახლა ვმსჯელობთ იმაზე, უნდა გამოვაქვეყნოთ თუ არა აღნიშნული შედეგები. სამწუხაროდ, NDI ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას, ეს პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, ასე იყო 2010 წელსაც, 2012-ში და ..", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან მიახლოებული არასოდეს ყოფილა და ის ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას.



„2012 წელს კვლევისა და არჩევნების შედეგებს შორის იყო კატასტროფული აცდენა. იგივე მოხდა 2012-13 წლებშიც. ბოლოს არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, რაც ერთგვარი ტესტი იყოქართული ოცნებისთვის." გარდაბნის არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლიათ თქვათ, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner