logo_geo
eng_logo
სტამბოლში ორი სირიელი ჟურნალისტი მოკლეს
- +

22 სექტემბერი. 2017. 17:53


სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, ორი სირიელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი - ორუბა ბაკარატი და მისი ქალიშვილი ჰალა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.


„სირიის მოქალაქის, 60 წლის ორუბა ბაკარატის და მისი 17 წლის ქალიშვილის ჰალას ცხედრები ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით სტამბოლის რაიონ უსკუდარში, მათ ბინაში იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება" ,- აღნიშნა პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.


ორუბა ბაკარატი ცნობილია სირიულ ციხეებში ოპოზიციონერების წამების შესახებ სტატიებით. ის დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, საიდანაც საცხოვრებლად ჯერ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, შემდეგ კი სტამბოლში გადავიდა.

მისი ქალიშვილი გაზეთ „Orient News"-ის ჟურნალისტი იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner