logo_geo
eng_logo
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილს საქართველოში ხვალ ჩამოაბრძანებენ
- +

22 სექტემბერი. 2017. 17:53


საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებული ინფორმაციით, დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ინდოეთიდან ხვალ ჩამობრძანდება.


„23 სექტემბერს, შაბათს, 19:00 საათზე, საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმ. დედოფლის წმ. ნაწილი, წირვაზე, 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი. ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13 საათზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმ. ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის", - ნათქვამია განცხადებაში.


საპატრიარქო ყველა ქეთევან და სრულიად საქართველოს ულოცავს დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner