ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ.
მისივე შეფასებით, ეს არის კონკრეტული პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებზე მორგებული კვლევები.
„მე ვფიქრობ, სერიოზულობით ვუპასუხოთ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს, არ იქნება სწორი. ჩვენ გვახსოვს NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული და შემდეგ თუ რა რეალურ შედეგს ვიღებდით არჩევნებზე, ამიტომ, მე ვფიქრობ, NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.