logo_geo
eng_logo
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სამხედრო ქონება გადასცა
- +

22 სექტემბერი. 2017. 20:50



რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას სამხედრო ქონება გადასცა, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ გაფორმებული „შეთანხმების" ფარგლებში. წერს „აფსნი ლაიფი".

 

„ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ უწყებათაშორისი შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაცია დავიწყეთ. სამხედრო ქონების გადაცემა ერთობლივი მუშაობის პირველი ეტაპია", - ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის შეიარაღების საკითხებში მოადგილემ რამზეს ნაბიევმა განაცხადა.


თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ხრულევმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი მომავალშიც მზად არიან შეასრულონ ურთიერთთანამშრომლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და გადაჭრან „აფხაზეთის შეიარაღებული ძალების" წინაშე არსებული ამოცანები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner