დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში, სადაც ხანძარია მეხანძრე-მაშველებს ახალი გზა გაჰყავთ, რათა ცეცხლის კერებამდე მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. ხვალ, დილიდან, პროცესებში ჩაერთვება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.