Daily Mail- ის ინფორმაციით, საეჭვო პაკეტის აღმოჩენის გამო, პარიზში ერთ-ერთი რკინიგზის სადგური ევაკურებულია.
მედიის ცნობით, რკინიგზის სადგური ძალიან ახლოსაა ტურისტულ ცენტრთან - რაიონთან, სადაც ეიფელის კოშკი დგას. ტერორისტული საფრთხის გამო, პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის სიახლოვეს უსაფრთხოების ზომები მუდმივად გამკაცრებულია.