logo_geo
eng_logo
სტამბოლის მერი თანამდებობიდან გადადგა
- +

23 სექტემბერი. 2017. 00:53


Huuriet-ი იუწყება, რომ სტამბოლის მერმა, კადირ ტოპბაშმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ის სტამბოლის მერის თანამდებობას უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში იკავებდა.


„მე თანამდებობიდან მივდივარ, მაგრამ ვრჩები პარტიასთან ერთად", - აცხადებს ტოპბაში.


ივნისში სტამბოლის პროკურატურამ მრეწველებისა და მეწარმეების კონფედერაციის 86 წევრს ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში დასდო ბრალი. მათ შორის იყო ტოპბაშის სიძეც, ფარუკ კავურმაჯი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner