logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: კილაძე ის აქლემია, რომელიც...
- +

23 სექტემბერი. 2017. 01:33


„ეხ, ჩემო ნიკა, ამ პოსტის გამო პროკურატურაში მივედი დავწერე საჩივარი, გადაუგზავნეს პოლიციის დეტექტივების განყოფილებას, დამიბარეს გამოკითხვაზე მივიტანე მთელი პაპკა ასეთი შეურაცხყოფები და რად გინდა აგერ ველოდები მეორე თვეა კილაძე არც კი დაუბარებიათ, როგორც მივხვდი მას ყველაფრის უფლება აქვს და ისევ ჩვენ ვისჯებით", - ამ სიტყვებით ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის facebook-სტატუსს ეხმაურება.  


„სხვა „ვითომ" მეგობარი ,,ჟურნალისტები" რომ ამ არამზადას ეთერებში იწვევენ ამაშია საქმე, წესით ჩემს კოლეგებს ეს ქალი საერთოდ პერსონა ნონგრატად უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ კი ხედავ კილაძის ბენეფისია...

 

ამის მერე მე პირადად არ მივიწვევდი ამ ქალს ეთერში, ჩემი კოლეგის სოლიდარული ვიქნებოდი, მაგრამ ეს არ გააკეთეს ჩემმა ვითომ „მეგობრებმა", მე ყველაფერს ვიმახსოვრებ, კილაძე ის აქლემია ყველა მათგანის კართან დაიჩოქებს და მათ შეეხება, მერე მე გავივლი და გავჩუმდები! სოლიდარობა მე ძალიან ცოტა კოლეგისგან ვიგრძენი იმ დროს!

 

ყველას აშანტაჟებს ჩემს გარდა, მე არ შევეპუე მთელი 4 წელი კი ხედავთ და რა იკადრა ბოლოს!"- წერს ჯღარკავა.



შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიკოლოზ მჟავანაძემ შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:


„ეს პოსტი განკუთვნილია ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი გქონდეს ადამიანის უმსგავსო საქციელის მიმართ. თუკი თათია დოლიძის შეურაცყოფაზე გქონდათ რეაქცია, ჟურნალისტად წოდებულ ელისო კილაძის მიმართაც უნდა გქონდეთ ადექვატური რეაქცია. რამდენიმე დღის წინ როდესაც ,,იბერიას'' ეთერში ირმა ინაშვილის მიერ გაშიფრულ კუდის ყოფილ აგენტს ,,ნუკრის'' ანუ ელისო კილაძეს ვუთხარი სხვის შვილებს შეურაცხყოფას რომ აყენებ რატომ აკეთებ ამასთქო, მითხრა მსგავსი რამ არასდროს არ გამიკეთებიაო. წარმოდგენილ მასალაში ჩანს თუ როგორ და რა ფორმებში მოიხსენიებს ელისო კილაძე ნინო ჯღარკავას და მის შვილს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი პიროვნების მიმართ მედიის კარი სამუდამოდ დაიკეტებოდა", - წერს მჟავანაძე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner