ირმა ბენდელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ალეკო ელისაშვილს პასუხობს.
„მე შევპირდი ალეკო ელისაშვილს საჯაროდ, რომ ტყუილის თქმის უფლებას არ მივცემდი და ეხლა ისიც კი გაბედა, რომ იმ მკვლელების ბანდის წევრობა დამაბრალა... ძალიან კარგი , პირობას ვდებ რომ ამ ცრუპენტელას საჯაროდ მოვახდევინებ ბოდიშს ღირსების შელახვისთვის... ცრუპენტელა ალეკო ელისაშვილმა ვანოს შოუში განაცხადა - დავადგინე რომ ირმა ბენდელიანი ნაციონალების აქტივისტი იყო და ოცნებამ გადმოიყვანა გამზადებული კადრიო... ყველა დანარჩენიც რასაც ამბობს ამ პრინციპით აქვს "დადგენილი" ეტყობა...დანარჩენი იმათთვის მიმინდვია ვინც მიცნობს...", -წერს ბენდელიანი.