logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: მიხეილ რამიშვილი გირგვლიანის საქმეზე შეგზავნილი იყო, რომ ახალაიებთან მიეტანა ამბავი!
- +

23 სექტემბერი. 2017. 03:33


პატრიარქის ქორეპისკოპოსტი მეუფე იაკობი "იბერიასთან" სატელეფონო საუბრისა აცხადებს, რომ "ციანიდის საქმეში" ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გირგვლიანის საქმეზე შეგზავნილი იყო, რომ ახალაიებთან მიეტანა ამბავი.


„ერთი რამეა, სახელმწიფო თუ ვერ გამოიძიებს იმას რა ხდებოდა პატრიარქის მისამართით, იძულებული გავხდები მე ჩემი რესურსებით ჩავერთო და აბსოლუტურად ყველას ვათქმევინებ, ვინ რას აპირებდა და ვინ რას აკეთებდა. ეს იქნება სოსო ოხანაშვილი, ტარასი შავშიშვილი, ციხეზე ხელი არ მიმიწვდება გიორგი მამალაძეს რომ ვათქმევინო ის რასაც აპირებდა. ელისო კილაძე, რუსეთის აგენტი, მიშა 8 ათას დოლარს უხდის ყოველთვიურად ის ჩემზე ლაპარაკობდეს და ეკლესიას იცავდეს, მაგ მკვლელებს რატო იცავენ? მამალაძეს რატო იცავენ? მიშიკო რამიშვილი? იმას ხომ არ ავიწყდება რომ ისევე იყო შეგზავნილი გირგვლიანის საქმეზე და ისეთივე პროვოკატორი იყო რომ ახალაიებთან მიეტანა ამბავი.

 

სოსო ოხანაშვილი იყო ახალაიას მრჩეველი თუ თანაშემწე, გაარკვიონ! ხელფასს იღებდა სამსახურში. შეხედონ მერე რომელი მეუფეები იცავენ იმას და ახალაიებთან რა შეხება აქვს იმ თემას. თქვენც დაინახავდით ამ ბოლო პერიოდში ვინ ამართლებს მამა გიორგის, ვის არ ჯერა რომ მას შეძლება რამე ჩაედინა. მამა გიორგიზე ჩემთან მეუფე პეტრეს იმდენი ცუდი აქვს ნალაპარაკები და უჯერებს მასეთ კაცს მაგას, მან მითხრა რომ მჯერა სახელმწიფომ ჩაუდო ციანიდიო. ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავი პატრიარქის სიყვარულით და ხმას არ ვიღებდი", - განაცხადა მეუფე იაკობმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner