მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, „ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დაზუსტებული ინფორმაციით სულ მალე დაიწყება ლიბერასტების გენერალური შტურმი, რომლის მიზანიც იქნება ყველაფერი ეროვნულის დანგრევა. საინფორმაციოების, სერიალების, შოუების, ტელევიზიების და პოლიტიკოსების მიერ ერთიანად გაიხსნება ცეცხლი ყველაფერი ქართულის, ეროვნულის და ეკლესიის წინააღმდეგ. რა გადაგვარჩენს? მხოლოდ ეროვნული ხალხის გაერთიანება და ერთი დროშის ქვეშ დადგომა, ასევე აქტიურობა", - წერს ბრეგაძე.