logo_geo
eng_logo
„რას გვერჩით?“ - სანდრო ბრეგაძის ემოციური გამოსვლა!
- +

23 სექტემბერი. 2017. 03:38


„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია! როდესაც ადამიანი, პიროვნებას რომელიც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გვერდით ვარ გაზრდილი მიწოდებს „ფეესბეს" აგენტს და მას არგუმენტი არ აქვს ეს არის შეურაცხყოფა", - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა, „ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა სანდრო ბრეგაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა და საზოგადოებას შემდეგი სახის ტექსტით მიმართა:


„ქართული მარშის წარმომადგენლები ნუ გამოგყავთ ველურები, რომლებიც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. თუ არც მოგვიწვევთ ამ გადაცემაში, არც მოვალთ კიდე! გყავდეთ „ნაციონალური მოძრაობა". მათი წარმომადგენელი გამოიყვანეთ და ნახევარი საათი ალანძღინეთ „ქართული მარში". რას გვერჩით? რა გინდათ? ქართული მიწის გაყიდვა არ გვინდა, მაგიტომ გვებრძვით! არ გვინდა, რომ ირანელებმა, ჩინელებმა, არაბებმა საქართველო ჩაიგდონ ხელში, ამიტომ გვებრძვით და გჭამთ! არ გვინდა რომ გარყვნილების პროპაგანდა იყოს და ეს ქვეყანა ჰომოსექსუალიზმა შეჭამოს, ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას ებრძოლონ. მთელი სამყარო „ნაცმოძრაობა", რესპუბლიკელები, არასამთავრობოები, სოროსელები, ჟურნალისტები მთელი ეს ყველანი შეკრებილები ხართ იმისთვის, რომ დაგვახრჩოთ! კიდე გვემუქრებით ეთერში არ შეგიშვებთო - არ შეგვიშვებთ და ნუ შეგვიშვებთ! ქართველი ხალხი გამოვალთ ვიშიმშილებთ! ასი ვიქნებით?! ასი მოვკვდებით... ათასი ვიქნებით?! ათასი დავიხოცებით! ეს არ არის მაიმუნობა, ეს არის ჩვენი თავგანწირვა! ეს იქნება მაგალითი, თუ როგორ უნდა დაიცვა შენი ეროვნულობა, ქართველობა, ვაჟკაცობა! არ ვაპირებ ეთერში კეკლუცობას, არც მინისტრობას, არც დეპუტატობას და არც პრეზიდენტობას! არ მინდა ჩემი შვილები რამიშვილის, სოროსის, ბოკერიას საქართველოში გაიზარდონ! არ დაგანგრევინებთ ქვეყანას, არც მიწებს გაგაყიდინებთ! ეს არის ჩვენი პოზიცია!" - განაცხადა ბრეგაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner