logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია ისე, როგორც არასდროს
- +

14 აპრილი. 2016. 13:44


ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც მხოლოდ მისასალმებელია.



ხარვეზები ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ დარჩენილი ხარვეზები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას. დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია ისე, როგორც არასდროს. თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი დამოკიდებულება იყო ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონდე ადამიანების მიმართ, როგორი ზეწოლა და შანტაჟი მიდიოდა. ჩვენ მოვახერხეთ და მოსახლეობასთან ერთად ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასდროს დაბრუნდება წლები, როდესაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები ხელკეტებით, ქვებით იდევნებოდნენ. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას, რომელიც იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner