ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
წარსულის გინებით მომავალი არ გაბრწყინდება.
წარსულს შესწავლა უნდა, გაანალიზება, კარგის დანახვა, შეცდომების და წარუმატებლობის თავიდან აცილება. ნებისმიერ შემთხვევაში - წარსულს და წინაპრებს პატივისცემა და სიყვარული, მოწიწება და კეთილი სიტყვა ეგების...
ვისაც ეს არ ესმის, ვინც ამ პრინციპით არ ცხოვრობს, ის საცოდავია...
ერთი ჩრდილოკავკასიელი პოეტი-სახალხო მთქმელი სულეიმან სტალსკი ავტორია ბრძნული ფრთიანი ფრაზისა: მას, ვინც წარსულს ესვრის პისტოლეტიდან, მომავალი დაუშენს ქვემეხებიდან!
ნაღდია!
აქედან გამომდინარე, ჩემი მრავალმნიშვნელოვანი, გულიანი „მოკითხვა" ყველა „ნაძირალას", ბრმას და ყრუს, ვისაც გონია, რომ „ნახევარმილიონიანი", სამთავროებად და საფეოდალებოდ დაყოფილი ტერიტორია, მეზობელი სვავების საჯიჯგნად რომ იყო გადაქცეული, თავისით, თაობათა მრავალსაუკუნოვანი თავდადებისა და ოფლისღვრის გარეშე გადაიქცა საყოველთაო უფასო(!!!) განათლების, 5 ათასამდე სკოლის და პროფტექსასწავლებლის, ტექნიკუმის, უნივერსიტეტისა და მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებლების ქვეყნად, რომელიც ათას სულ მოსახლეზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობით მსოფლიოში(!!!) პირველ(!!!!) ადგილზე გახლდათ; ასევე, განვითარებული მრავალდარგოვანი ინდუსტრიის და სოფლის მეურნეობის, თანამედროვე მეცნიერების (თავისი დიდი აკადემიით) და ტექნიკის, განსაცვიფრებელი კულტურული შედევრების, გამორჩეული ლიტერატურით და ხელოვნებით (მსოფლიოში სახელგანსმენილი კინოთი და თეატრით) და 6-მილიონიანი (700 ათასი რომ იყო ორი საუკუნის წინ) მოსახლეობის მქონე სამშობლოდ დაგვიტოვეს, რომელსაც ბოლო 25 წელი ძარცვავს ქართული წარმოშობის უთოფო თუ თოფიან „ყაჩაღთა" ბანდა და ბოლომდე მაინც არ დაიქცა...
ეს ისე, ინფორმაციისთვის, ზერელედ, ფრაგმენტულად პოლიტიკური იდიოტიზმის და მისი „ვარსკვლავების" საყურადღებოდ!!!
---
ფოტოზე მარცხნიდან: აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, ვასილ მჟავანაძე, გენერალ-ლეიტენანტი, 1953-1972 წლებში საქართველო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოეტი ირაკლი აბაშიძე.
წყარო: ,,ციფრული ფოტომატიანე".