logo_geo
eng_logo
რა მიზნით შეხვდა პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს კიევში
- +

23 სექტემბერი. 2017. 13:22



„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილი ლიდერი უკრაინაში ჩავიდა.


გამოცემის ცნობით, პაატა ბურჭულაძე კიევში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და უკრაინა იმავე დღეს დატოვა. მათ შორის საუბარი დახურულ კარს მიღმა შედგა.


ერთ-ერთი ინფორმაციით, ამ ფარული ვიზიტის დროს განხილვის თემა საქართველოში ბურჭულაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახდა.


შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 19 სექტემბერს დაიწყო.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner