logo_geo
eng_logo
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

23 სექტემბერი. 2017. 14:43



შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.


როგორც სააგენტოში განმარტეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.


უწყების ინფორმაციით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული. წყალზე მაშველები მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე სიტყვიერადაც აფრთხილებენ, რომ საგუშაგოებზე თეთრი ალმების აღმართვამდე, წყალში შესვლა აკრძალულია.













 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner