logo_geo
eng_logo
მანჰეტენის კინოფესტივალის ფინალისტებს შორის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ მოხვდა
- +

23 სექტემბერი. 2017. 14:59



მანჰეტენის კინოფესტივალის ფინალისტებს შორის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი" მოხვდა. ახალგაზრდა რეჟისორების გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის ფილმი ათ საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.


წელს ფესტივალში მონაწილეობა 1615-მა ფილმმა მიიღო, გუშინ კი ფესტივალის ჟიურიმ მოკლე სია - 10 ფინალისტი დაასახელა.


ფესტივალის 20-წლიანი არსებობის მანძილზე ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ფინალისტებს შორის ქართული ფილმი აღმოჩნდა.


ფილმებს, რომლებსაც მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ჟიური საუკეთესოდ დაასახელებს, 250 ქალაქის კინოთეატრებში გაუშვებენ. ფინალისტებიდან გამარჯვებულებს კინომოყვარულები ირჩევენ.


ფილმი ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის ოსკარზე. ასევე უჩვენებენ ლოს ანჯელესის ღია ჩვენებაზე, მაყურებელთა შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებიც იქნებიან.


მანჰეტენის კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ფილმების ჩამონათვალს. ქართული ფილმის „8 წუთის" შესახებ ინფორმაცია კი იხილეთ შემდეგ ბმულზე.


ამ ფილმისთვის მსახიობი სლავა ნათენაძე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი. ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.



 

 

 

 

 

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner